ქუთაისის საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი
დღეს უნდა განახლებულიყო. მას შემდეგ, რაც ბაღების 4-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სწავლა ერთი კვირით გადაიდო. ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ვარაუდობს, რომ სასწავლო პროცესი 19 ოქტომბერს განახლდება.
“ბოლო დღეებში, რამდენიმე ბაღში თანამშრომლებს კოვიდი აღმოაჩნდათ. მმართველი გადავიყვანეთ თვითიზოლაციაში. შესაბამისად, არ იყო სასტარტო პირობები იმისთვის, რომ სწავლა დაგვეწყო. უსაფრთხოების მიზნით ერთი კვირით სწავლა გადავდეთ,”-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
ასევე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღში. ააიპის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაოები 19 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია.