• ევროკრედიტის ონლაინ ავტო სესხის უპირატესობები
  • როგორ მუშაობს და რაში გეხმარებათ ავტო სესხის კალკულატორი?
  • რატომ არის ევროკრედიტის ავტო სესხი სწრაფი სესხი?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ ევროკრედიტში სესხის მოთხოვნისას?

ევროკრედიტის ონლაინ ავტო სესხის უპირატესობები

 თუ ავტომობილის შესაძენად დანაზოგი არ გყოფნით ან ფული საერთოდ არ გაქვთ და მანქანის ყიდვა ავტო სესხით გადაწყვიტეთ, დაგჭირდებათ კომფორტული კრედიტორი, რომლის პროდუქტიცა და მომსახურების სერვისიც, თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს ზედმიწევნით უპასუხებს. ამ შემთხვევაში ევროკრედიტი, თქვენი საუკეთესო კომპანიონი გახდება, რომელიც სრულად გაითვალისწინებს თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაგიმტკიცებთ სესხს ბარიერების გარეშე.

ევროკრედიტში ავტო სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, შემოსავლების დადასტურების გარეშე შეგიძლიათ. პროდუქტი ნებისმიერ თქვენგანს აძლევს ავტომობილის შეძენის შანსს.

როგორ მუშაობს და რაში გეხმარებათ ავტო სესხის კალკულატორი?

სწრაფი ავტო სესხი რამდენიმე უპირატესობით სარგებლობს, რაც პირველ ყოვლისა ონლაინსერვსს უკავშირდება. ევროკრედიტის განმეორებითი ავტო სესხის აღება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.  სესხის აღებამდე, გაეცანით ევროკრედიტის ვებ-გვერდს www.eurocredit.ge , სადაც  სესხზე განაცხადის გაკეთებასაც შეძლებთ.

ევროკრედიტი თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსების ქომაგი კომპანიაა, ამიტომაც, მომხმარებელს კომფორტულ სერვისს სთავაზობს ავტო სესხის კალკულატორის სახით, რომელსაც ვებგვერდზე ადვილად მიაგნებთ.  კალკულატორი საშუალებას გაძლევთ, წინასწარ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია და განსაზღვროთ, თქვენთვის სასურველ თანხაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, რა იქნება სესხის ნომინალური თვიური პროცენტი, ეფექტური განაკვეთი და ყოველთვიური გადასახადი.

რა უნდა გაითვალისწინოთ ევროკრედიტში სესხის მოთხოვნისას?

ევროკრედიტში სესხის გაცემისას რამდენიმე კრიტერიუმს ითვალისწინებენ.

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ავტოსესხის ლიმიტზე გავლენას ახდენს ავტომობილის ღირებულება. კერძოდ,  ევროკრედიტში ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი შეგიძლიათ მოითხოვოთ მანქანებზე, რომლებიც გამოშვებულია 2 000 წლის შემდეგ. შეძლებთ როგორც განბაჟებული, ისე განუბაჟებელი ავტომობილის უზრუნველყოფას.  თქვენი შემოსავალი, საკრედიტო ქულა  და ავტომობილის ღირებულება ზემოქმედებს იმაზე, თუ  რა მოცულობის სესხის, რა პირობებით მიღებას შეძლებთ.  ლიმიტი ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზეპ ერსონალურად დგინდება.

ავტო სესხი ევროკრედიტში გაიცემა 6-დან 72, ხოლო თანხის მოცულობა 1 500-დან 50 000 ლარის ფარგლებშია. ინდივიდუალურად განისაზღვება საპროცენტო განაკვეთი და დაანგარიშება პერსონალურად ხდება.

ავტო სესხის  ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ევროკრედიტში  0.1%-დან 3.5%-მდეა, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე.

ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ევროკრედიტის ნომერზე (032) 2 90 4000 და კომპანიის ოპერატორები ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდიან. ხოლო თუ სესხზე განაცხადს ონლაინ შეავსებთ, კრედიტორი კომპანიის ოპერატორები თავად დაგიკავშირდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *