პროგრამა გულისხმობს IT ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით (ბიზნეს ანალიტიკა IT-ში, პროექტების მართვა IT-ში, ჯავა, ნეტ დეველოპმენტი და სხვა), რომელიც მოიცავს თეორიული და პრაქტიკულ ცოდნას. პროექტი მოამზადებს 100 ქართველ ახალგაზრდას (პრიორიტეტი ექნება რეგიონებს, მათ შორისაა ირაკლი) და 100 საქართველოში მცხოვრებ უკრაინელს. ჯამში 200 ახალგაზრდა. ტრენინგების შემდგომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს დავეხმარებით დასაქმებაში.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზურნველყოფს EBRD. პროექტის პარტნიორია GITA და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2020 წელს უკვე განხორციელდა მსგავსი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 ახალგაზრდა გადამზადდა და დღემდე დასაქმებულები არიან.
ოფიციალურად გავხსენით პროექტი დეკემებერში, ხელი მოეწერა ჯიტას, StrategEast და EBRD-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროში.
აპლიკაციების მიღება დაიწყო, იხილეთ ბმული:
https://docs.google.com/forms/d/19pIWW5OGHYZ7zyt_Yg5K32Wb04KWsRoBrMIAYadTNnQ/edit?ts=63dbdc4d