ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, ბოლო 6 თვეში 39 000 რუსული ანგარიში გაიხსნა.

ყოველთვიურად იზრდება იმ კომპანიათა რაოდენობა, რომლებსაც რუსები საქართველოში არეგისტრირებენ.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რა მიზნებს შეიძლება მოხმარდეს ამ ანგარიშებზე დარიცხული თანხა. ხელისუფლებას არ აქვს მექანიზმი იმის გასარკვევად, ვინ ხსნის ანგარიშებს და რისთვის იყენებენ ამ თანხებს რუსები.

მათივე თქმით, ბანკის ანგარიშების გახსნა ადასტურებს, რომ რუსები საქართველოში ხანგრძლივი დროით აპირებენ დარჩენას.

დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია შეიქმნას იურიდიული ჩარჩო, რათა საკანონმდებლო დონეზე გაკონტროლდეს საკითხი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *