ლიბერთი ბანკმა ქუთაისში პროექტ ,,ლიბერთი პარტნიორის’’ პრეზენტაცია გამართა.
პროექტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ითანამშრომლონ ლიბერთი ბანკთან და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ლიბერთი ბანკის სერვისის შეთავაზების და მომსახურების შემთხვევაში პარტნიორი თავადაც გამოიმუშავებს თანხას.
,,ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ითანამშრომლოს ჩვენთან. იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი კონკრეტულ პირებს ჩვენი სერვისით დააინტერესებს, მას გარკვეული თანხა დაერიცხება. ყველანაირი ვალდებულების გარეშე შეუძლია პარტნიორს მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა. ბანკი დაინტერესებულია მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, ხოლო კონკრეტული პიროვნება – ბანკთან თანამშრომლობით და დამატებითი შემოსავლით’’-ამბობს ლიბერთი ბანკის გაყიდვების სამსახურის უფროსი და პროექტ ,,ლიბერთი პარტნიორის’’ ხელმძღვანელი ნანუკა გეგენავა.
პროექტის ფარგლებში ასევე ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ ლიბერთი ბანკში.