საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შედეგად, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.
სებ-ის ინფორმაციით, პირველი მარტის მდგომარეობით ცვლადი საპროცენტო განაკვეთით სწორედ 192 ათასამდე სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული.
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.