რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე რუსული რუბლი 29%-ით გაუფასურდა.
ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 107,7 რუბლს შეადგენს.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ბროკერებისთვის არარეზიდენტების სახელით ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ტრანზაქციებზე დროებითი აკრძალვა დაწესდება.
ამასთან, ბანკი წერს, რომ მოსკოვის დროით 10:00 საათიდან მოსკოვის სავალუტო ბაზარი გაიხსნება, სხვა ბაზრებზე ვაჭრობის გახსნის შესაძლებლობა კი შეფასდება და გადაწყვეტილება 13:00 საათზე გამოცხადდება.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოახდენენ.