საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

როგორც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, დეკემბრიდან მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში მწვანე პასპორტების გარეშე ვეღარ შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.

ეს დაწესებულებებია:

კვების ობიექტები;
რესტორნები;
კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
კინოთეატრები;
თეატრები;
ოპერა;
მუზეუმები;
საკონცერტო დარბაზები;
გასართობ ცენტრები;
სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები;
სპა-ცენტრები;
ფიტნეს-დარბაზები;
სასტუმროები;
სამთო კურორტები — საბაგირო გზებზე.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პრემიერმინისტრის განმარტებით, პირს მწვანე სტატუსი აქვს:

თუ ის ვაქცინირებულია სრულად;
ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
გადატანილი აქვს კორონავირუსი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *