ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიისა და ავსტრიის დედაქალაქებში Wizz Air-მა პირდაპირი რეისები აღადგინა.
ვენის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ბერლინში კი ამ ეტაპზე ერთხელ შესრულდება.
,,პირველივე რეისები ძალიან კარგი დატვირთულობით გამოირჩევა. უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ რეისით, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი,’’-ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ.