ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფუნქციონირებას
multicat=36 ახალი ავიაკომპანია იწყებს. ბელორუსიის ეროვნული ავიაკომპანია “ბელავია” პირდაპირი რეისების შესრულებას 4 აგვისტოდან გეგმავს. მინსკი – ქუთაისი – მინსკის საჰაერო ხაზზე ავიარეისები E175 საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.
როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, ცალხმრივი ბილეთის მინიმალური ღირებულება 85 ევროა, ხოლო ორმხრივის 169. მგზავრობის დრო დაახლოებით 3 საათია. კომპანიის თვითმფრინავი ერთდროულად 76 მგზავრს მოემსახურება. მათ შორის 64 ადგილი ეკონომ, ხოლო 12 ადგილი ბიზნეს კლასს მოიცავს.
“ჩვენს მგზავრებს ყოველთვის ვთავაზობთ ახალ ადგილებს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულებაა ამ დროისთვის. ამიტომ ვთავაზობთ მგზავრებს კიდევ ერთ ქალაქს საქართველოში. ქუთაისში ჰარმონიულად გაერთიანებულია ძველი და თანამედროვე არქიტექტურა. ამასთანავე, ბილეთის ღირებულება გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე თბილისიდან და ბათუმიდან,”-განაცხადა იგორ ჩერგინენტმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
“ბელავია”-ს ქსელში ქუთაისი მესამე ქალაქია საქართველოში. კომპანია ფრენებს უკვე ახორციელებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში.