ტყიბულში, “საქნახშირმა” საწარმოო პროცესი
შეაჩერა. მიზეზი კოვიდ 19 გახდა. PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს 13 ნოემბერს ჩაუტარდა. ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.
კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება.
“თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს. “საქნახშირის” შახტებში და მიწისზედა კომპლექსში ჩოვიდ 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა,”-აცხადებენ კომპანიაში.
“საქნახშირის” თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ.
კომპანიაში სულ დასაქმებულია 1170 ადამიანი.