სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი
multicat=36 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით შეზღუდვები მოიხსნება. ავიარეისები განახლდება ქუთაისიდან კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებებით.
“ჩამოთვლილ მიმართულებებზე რეგულარული რეისების განახლების კონკრეტული თარიღების, ფრენის სიხშირისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამის ავიაკომპანიებთან გამართული ტექნიკური კონსულტაციების და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ოპერირების ნებართვის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი,”-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სხვა მიმართულებებით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.
შეზღუდვა უკვე მოხსნილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის.