ქუთაისში, სავაჭრო ცენტრი ,,ქარვასლა” ერთი დღით დაიხურა.

ადგილზე მისული მომხმარებლები აღნიშნულ ფაქტს პანდემიის მასშტაბურ გავრცელებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა სავაჭრო ცენტრში კოვიდ19-ის შემთხვევები დაფიქსირდა.

 

,,მნიშვნელოვანი საქმე მქონდა, მოვედი და ქარვასლა დახურული დამხვდა. როცა ვიკითხე რა ხდება რატომ დაიკეტეთ მეთქი, პასუხი არავინ გამცა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს ამბავი კორონა ვირუსის გავრცელებას უკავშირდება’’-ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ადგილზე მყოფმა პერსონალმა განგვიცხადა, რომ 9 ოქტომბერი სანიტარულ დღედ გამოხცხადდა, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს და ტექნიკურ აღჭურვას მოიცავს. ხვალიდან სავაჭრო ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *