ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ახალი პროექტი – “სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020” დაიწყო.
multicat=36
პროგრამა ბენეფიციარებს სთავაზობს პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან საიმიჯო ფოტოების მომზადებას, ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე, ინდივიდუალურ კონსულტაციას ონლაინპლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ, სასწავლო კურსს – ონლაინპლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ.
პირველ ეტაპზე, პროგრამის საშუალებით, იმერეთსა თუ გურიაში მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20-ნომრიანი) განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაეუფლონ ონლაინგაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს, განივითარებენ ცოდნას მომსახურების სფეროში, ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ტურისტული ვებ-გვერდის booking.com პლატფორმის გამოყენებით.
პროგრამაში მონაწლეობა უფასოა.