გიდებისა და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის კომპენსაციების დამატებით გაცემას ითხოვენ.
multicat=36 საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული გიდები , ასევე ტურიზმში დასაქმებული პირები 8 თვეა შემოსავლის გარეშე არიან.
,,1 აგვისტოდან, დამატებით მოხდეს კომპენსაციების გაცემა გიდებისათვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის. გადაიხედოს; არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან; გახანგრძლივდევს, სახელმწიფო დახმარების პროგრამა საშეღავათო კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით; ვითხოვთ, აღდგეს ფრენები ეტაპობრივად , მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავია კომპანიებს Wizz Air და Ryanair მიეცეთ ფრენის უფლება, პირველ რიგში მწვანე ზონის ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკეთესია; დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო ,,აწარმოე საქართველოს ” ეგიდით ჯერ კიდევ ივნისის თვეში; ტურისტულ ცენტრებსა და ტურიზმის დეპარტამენტებში, ასევე დაცულ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შემუშავდეს გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ხელს შეუყობდა მათი გამოცდილებისა უნარების გამოყენებას კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე.”- ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებაში.