ქუთაისში მოვაჭრეები პროდუქტზე გაზრდილი ფასების გამო, კლიენტების ნაკლებობას უჩივიან.
multicat=36 მათი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა მუშაობენ არა მოგებაზე, არამედ ჩადებული თანხის ამოღებაზე.
ფასების ზრდაზე საუბარია საქსტატის მონაცემებშიც . 3 ივლისის მონაცემებთ, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით. ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე, რძეზე, ყველსადა კვერცზე(17.2 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტი)
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმოამდგენლის, ლევან ოყრეშიძის თქმით, პანდემიამ და საკარანტინო პერიოდმა ფაზების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ასოციაციაში სამომავლო პერიოდზე ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ. გაიზრდება თუ არა ფასები პროდუქტებზე იმაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა პანდემიის ე.წ. მეორე ტალღა და რამდენად ეფექტური იქნება მასთან გამკლავების გზები.
ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” – აგრარული ბაზარი (არქივი)