ტურისტების მისაღებად წყალტუბოში მზად 13 სასტუმროა. წყალტუბოს მერიის ინფორმაციით,
multicat=36 პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს ისინი სრულად აკმაყოფილებენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული სასტუმროების მეპატრონეებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის რეგიონის უფროსი გოჩა გიორგიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოტე გვეტაძე შეხვდნენ.
წყალტუბოში არსებული სასტუმროები საერთაშორისო ვიზიტორებს ძირითადად უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან იღებდნენ.