“არა ონის კასკადს” – 4 ივლისს ონში აქცია გაიმართება. ადგილობრივები მდინარე რიონზე ჰესის
multicat=36 კასკადის მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ადგლილობრივების განცხადებით, გვირაბში მდინარე რიონის კალაპოტი მოექცევა, რაც მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. ასევე ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და ოთხ სოფელში მცხოვრები 300-მდე ოჯახი შესაძლოა კატასტროფის წინაშე დადგეს.
,,დაიმახსოვრეთ თარიღი 4 ივლისი 4 საათი ქალაქი ონი. ამ დღეს ჩვენ – ყველამ ვისაც ზემო რაჭა გვიყვარს- ერთობით უნდა გამოვხატოთ ჩვენი ნება!ჩვენ რიონის ხმაზე გაზრდილი რაჭველები ვართ ! და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თითო გოჯი მიწისა და მდინარის უსაფრთხოებისთვის!”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ონის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის.
,,ერთი პრობლემის წინაშე ვართ ნამოხვანისა და ონის მოსახლეობა. ამიტომ 4 ივლისის აქციას სოლიდარობას ვუცხადებთ ,,საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, ასევე მხარს გვიჭერს სახალხო გაერთიანება ,,თემთა ერთობა”. კარგი იქნება თუ იქნებიან მშენებლეი კომპანიის ან სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ მოსულიყვნენ ასეთ შეხვედრაზე პრეცენდენტი ჩვენ არ გვქონია.”- ამბობს ,,მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენითვის” წარმომადგენელი მარიტა მუსელიანი.
ონის შემდეგ, 5 ივლისს ნამოხვანჰესის შესახებ ადგილოვებრივები ნამოხვანში, 14:00 საათზე, შეიკრიბებიან.