ტურიზმის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზიული გეგმა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც წარადგინა.
multicat=36 მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა სოფლის მეურნეობის მინსტრთან ერთად იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლითაც ფერმერები მიმდინარე წლის 20 მაისიდან ისარგებლებენ.
,,თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირეული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელწმიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის, მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად 10 ჰექტარი მიწა გააჩნიათ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 10 ათასი ლარის ოდენობით. ეს რათქმაუნდა პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები. გარდა ამისა, ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო-სამეუნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ კრიზისში, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის და ერთმნიშვნელოვნად შემიძლიათ გითხრათ, აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზრაზე. ამასთან, ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობაც დღეს საქართველოში არის 42 ათასი სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურსიგან. სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 20 წლის განმავლობაში და ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულადი სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი.”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები.