პანდემიის პირობებში ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები არ შეფერხებულა. როგორც რადიო
multicat=36 ,,ძველ ქალაქს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა განუცხადა, ევროკავშირის ქვეყნებთან არანაირი შეფერხება არ არის.მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში 27 მილიონი დოლარით გაიზარდა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი.
,,პირველ კვარტალში ანუ იანვარ-მარტის თვეში 27 მილიონი დოლარით არის გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რაც დაახლოებით 5 მილიონით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. წინა წლის მაჩვენელებთან დაკავშირებით ჩვენ ზრდა გვაქვს და ეს არ არის რეექსპროტი, ეს არის ადგილობრივი პროდუქცია. ძირითადად ეს არის დაკავშირებული თხილის, ღვინის, მინერალური, მტკნარი წყალის ექსპორტთან. ამას ხელს უწყობს ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაემარტივებინათ სერთიფიკატებთან დაკავშირებული საკითხები.”- განაცხადა ხატია წილოსანმა.
მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ პანდემიის შემდეგ ქართული პროდუქტისათვის იქნება ახალი შესაძლებლობები იმისათვის, რომ დაიკავოს გარკვეული ადგილი ევროპის ბაზარზე.