Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ეკონომიკა
DMO Imereti-ს მონაცემებით ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია
იმერეთისა და ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით გასული წლის დეკემბერში, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ქუთაისში ტურსიტების რაოდენობა გაზრდილია. თუ წინა წელს საინფორმაციო ცენტრს 1349 ვიზიტორმა მიაკითხა, ახლა ეს მაჩვენებელი 2206-ს შეადგენს. 



თვეების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება:




,,2 მარტს DMO Imeret-მა გამოაქვეყნა მომატებული სტატისტიკური მონაცემები 2019-2020 წლის ზამთრის სეზონთანთან დაკავშირებით, მოგვიანებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც ტატო ლილუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით წინა წლის ზამთართან შედარებიღ ქუთაისის ცენტრში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. საუბარია სამ თვეზე, დეკემბერი,იანვარი და თებერვალი.სავსებით ლოგიკურია,რომ მას შემდეგ რაც საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები და ქვეყანა რისკ ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა ტურისტების შემოდინების დინამიკა საგრძნობლად დაიკლებს. ჩვენმა სამსახურმა უკვე დააგზავნა მეილები როგორც სასტუმროებთან ასევე ტურისტულ კომპანიებთან რათა მივიღოთ შედარებით ზუსტი სურათი შექმნილი ვითარების შესახებ." - განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან" საუბრისას  DMO Imeret- ის ელქტრონული მარკეტინგის, მედიისა და პიარის მენეჯერმა მარი დევიძემ. 


მისივე თქმით, საინფორმაციო სერვის ცენტრში მიღებულია პრევენციისთვის აუცილებელი და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით აუცილებელი ზომები. შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

,,კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მსოფლიო მაშტაბით სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ტურიზმის სფეროში, ასეთ ვითარებაში პრიორიტეტი ადამინების ჯანმრთელობაა და აქედან გამომდინარე ყველა იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესრულებაა,რომლებსაც გასცემენ შესაბამისი უწყებები." - ამბობს მარი დევიძე. 

ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სფეროს წამომადგენლებთან ვირუსის გავლენას ქართულ კონომიკაზე განიხილავს. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმალური.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფინკა ბანკმა სპეციალური საშეღავათო პირობები იმ მომხმარებლებს
შესთავაზა,
17:25 / 03.04.2020

ფინკა ბანკმა სპეციალური საშეღავათო პირობები იმ მომხმარებლებს შესთავაზა,

FMტური ქუთაისში - ესაა გადაცემა, რომელის მეშვეობითაც შეძლებთ
გაეცნოთ
23:48 / 17.03.2020
FMტური ქუთაისში - ესაა გადაცემა, რომელის მეშვეობითაც შეძლებთ გაეცნოთ
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის
მიხედვით,
13:41 / 17.03.2020
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით,
2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის
საქართველოს
13:22 / 17.03.2020
2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოს
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 14 °C
img
ქუთაისი 7 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020