ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სფეროს წამომადგენლებთან ვირუსის გავლენას
multicat=36 ქართულ კონომიკაზე განიხილავს. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმიზებული.
,,რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა დღევანდელი დღისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში, კი იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით. ამისათვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა. ეკონომიკის სამინსტრო უახლოეს დღეებში შეხვდება პირველ რიგში ტურიზმის დარგს. იმ დარგებს, რომლის გადაცემის ეფექტი არის ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული. ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის,რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმალიზირებული.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.