კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკვშირებით რეკომენდაციები ტურიზმის სფეროს

multicat=36 წარმომადგენლებისთვისაც გაიცა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაწესებულების მენეჯმენტმა პერიოდულად უნდა მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ახალ კორონავირუსზე და მის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ზომების შესახებ ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორებს, დასუფთავების პერსონალის ჩათვლით. პერსონალში კორონავირუსის გავრცელების რისკი მცირდება თუ ყველა თანამშრომელი დაიცავს ზოგადი ჰიგიენის ნორმებს. აუცილებელია სამუშაო ადგილების და სხვა სივრცეების სისტემატური დეზინფექცია და სისუფთავის ნორმების დაცვა.

დასუფთავების პერსონალმა სამუშაოს შესრულების დროს უნდა გამოიყენონ ხელთათმანები და სპირტის შემცვლელი ხსნარი, დამატებით ატარონ ნიღბები. პერსონალმა უნდა მოახდინოს შემდეგი ინვენტარის და სივრცეების სისტემატური დასუფთავება.

სისტემატურ დასუფთავება/დეზინფექციას მოითხოვს:
 სამუშაო მაგიდა
 კომპიუტერის მონიტორი
 კლავიატურა
 კომპიუტერის მაუსი
 დაწესებულებაში არსებული ტელეფონები
 მობილური ტელეფონები/რაციები
 კარის/ფანჯრის სახელურები
 მოაჯირები

 შიდა და გარე ნარჩენების ურნები
 დაწესებულების იატაკი
 ლიფტის ღილაკები და ღილაკების დაფა
 საპირფარეშოები
 ჭურჭელი/კონტეინერები
 მაგიდები და სკამები
 ყავის/წყლის აპარატები
 ვიტრინებისა და სადემონსტრაციო სივრცეების დასუფთავება/დეზინფექცია
 ობიექტის დახლები
 ბანკომატებისა/ჩასარიცხი აპარატების ღილაკების დაფა და მონიტორი
 სამზარეულოში არსებული ინვენტარი
 ფიტნეს/გამაჯანსაღებელი ცენტრების სივრცეში არსებული ინვენტარი
 საკონფერენციო ოთახების აღჭურვილობა და ინვენტარი
 TV დისტანციური მართვის საშუალებები
 ელექტრო ჩამრთველები
 ბარგის გადაადგილების საშუალებები
 ავეჯი
 საბავშვო სივრცეები და ინვენტარი
 ელექტრონული გასაღებები/ბარათები
 ელექტრო-ტექნიკა
 საჭე
 სატრანსპორტო საშუალების შიდა სივცრის დასუფთავება/დეზინფექცია
 სატრანსპორტო საშუალების კარების შიდა/გარე სახელურების
დასუფთავება/დეზინფექცია

რეკომენდაციის თანახმად,რომელიც ტურიზმის დეპარტამენტმა გასცა, პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებთან, და შეატყობინოს სპეციალურ უწყებებს აღნიშნული შემთხვევების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *