2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ
multicat=36 ეკონომიკურს კონფერენციაზე ,,საქართველო და მსოფლიო” განაცხადეს. აქვე აღინიშნა, რომ იგეგმება თვითდასაქმებულთა რაოდენობის დადგენის მეთოდოლოგიის ცვლილება, რაც გაადვილებს იმის გარკვევას, რეალურად რამდენია უმუშევართა მაჩვენებელი.
,,ერთი შეხედვით ტრენდი არის დადებითი. უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 14, 1 %-დან 11,6 %-მდე 2015 წლიდან 2019 წლამდე. ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, გამოვყოფ, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია. გაზრდილია 39,6%-დან 44,4 პროცენტამდე. აქ მხედველობაში მოსატანია ის გარემოება, რომ კვლავ თვითდასაქმებულების რაოდენობა ძალიან მაღალია. გვაქვს ვარაუდი, რომელსაც მგონი ყველანი ვიზიარებთ,რო თვთდასაქმებულთა ნაწილი დღეს შეიძლება უმუშევარი იყოს. დადებითი მოვლენაა, რომ დაანონსდა 2020 წელს მეთოდოლოგიის ცვლილება. ეს გულისხმობს იმას, რომ თვითდასაქმებულების შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები გვქონდეს. ერთი შედეგი იქნება ამის სავარაუდო მკვეთრი ზრდა უმუშევრობის მაჩვენებლის, რომელიც უკეთესი იქნება იმ მხრივ, რომ ზუსტ სურათს მოგვცემს რა მდგომარეობაა სამუშაო ბაზარზე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი შეხედვით გამოჩნდეს, რომ გვაქვს უმუშევრობის მაღალი ზრდა.”- განაცხადეს კონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას.