ტურიზმის განვითარებისათვის ქუთაისი ევროკომისიისგან გრანტს მიიღებს.
multicat=36 შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიისგან გრანტის მიღების თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომისიაზე იმსჯელეს. პროექტის ტრანსსასაზღვრო აქტივობა მიზნად ისახავს ადგილობრივ და საერთაშორისო ფაქტორების, აქტიური ტურისტული პოტენციალის სტიმულირებას და აქტიური ტურიზმის ცენტრების ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის ხელშეწყობას. პროექტი 2 წლიანია და ქუთაისის მერია 147 068,25 ათასი ევროთი დაფინანსდება, აქედან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 8 % -12 788 განი55 ათასი ევროთი. საერთო ჯამში თანხა 159 856.80 ათას ევროს შეადგენს.
პროექტი შავი ზღვის აუზში აქტიური ტურისტული პოტენციალის გაზრდას და აქტიური ტურისტული ადგილების ათვისებას ისახავს მიზნად. ასევე პროექტის ფარგლებში, ინვესტიციები სამ აქტიურ ტურისტულ ცენტრში განხორციელდება. პროექტი ასევე გათვლილია ტრანსსასაზღვრო ტურებით დაინტერესებული მხარეებისთვის (ტურისტები, რომლებიც მხოლოდ სატრანზიტოდ შემოდიან). ტურ-ოპერატორები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შესაბამისი ტურისტული და კულტურული საქმიანობა აქვთ იქნებიან პროექტის სამიზნე ჯგუფები და ისარგებლებენ დოკუმენტური და სარეკლამო ვიზიტებით.(პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტებისთვის ინფორმაციის გაცვლა.) პროექტი მიზნად ისახავს ერთობლივ კონფერენციებს.