ქუთაისში რიგით მეორე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
multicat=36 3-4 მაისს ქუთაისში ფორუმზე ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მაისში დაგეგმილი ფორუმი იქნება ერთ-ერთი თემა, რაზეც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში ვიზიტისას გაამახვილებს ყურადღებას. ის უკრაინაში დღეს, 7 თებერვალს დაემგზაავრა და ვიზიტი 12 თებერვალს დასრულდება. პრეესამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ზვიად შალამბერიძის შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
ბიზნესფორუმის მიზანი ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციონირებაა.
ქუთაისში ადგილობრივმა თვითმმართველობამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გასული წლის 3-4 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყო.