,,თუ იცავ – მეტს იმსახურებ” – ამ სლოგანით ალდაგმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანი

multicat=36 კარგი მძღოლების დაფასებაა. ამ კამპანიის ფარგლებში 16-18 დეკემბერს ქუთაისის ქუჩებში პატრულირებას განახორციელებს ალდაგის ,,მადლობის ეკიპაჟი” – ალდაგის წარმომადგენლები, კარგ მძღოლებს, რომლებიც წესების დაცვით გადაადგილდებიან საავტომობილო გზაზე ამოარჩევენ, მადლობას გადაუხდიან და სპეციალური საჩუქრით დაასაჩუქრებენ.

კამპანიის ფარგლებში, ალდაგი მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს. შეიქმნა გვერდი tuitsav.ge რომელზეც მძღოლებს შეუძლათ გაიგონ თავისი ქულა და მიიღონ შესაბამისი ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე. 100 ქულიანი მძღოლებისათვის ალდაგს 30%-იანი ფასდაკლება აქვს, ხოლო 80 ქულიანი მძღოლებისათვის 10%-იანი.

R

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *