4-15 დეკემბერს წყალტუბოს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის 2 წევრი
multicat=36 – UNESCO პროექტის “ევროპის დიდებული სპა-კურორტები” გენერალური მდივანი პოლ სიმონსი და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი “Crecente Asociados“ დამფუძნებელი და დირექტორი მარიო სკესენტე ეწვევა.
ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს” იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორიატის წევრებს 13 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქუთაისში, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO Imereti) ოფისში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ბალნეოკურორტ წყალტუბოს ხელმძღვანელები.
,,კურორტი წყალტუბო EHTTA-ს ასოცირებული წევრია. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ ქალაქი გახდეს აღნიშნული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი. ასევე განიხილება 2020 წლისთვის ასამბლეის წყალტუბოში ჩატარების პერსპექტივაც.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულფასოვანი წევრობა კურორტ წყალტუბოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს ორგანიზაციის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები, დანერგოს მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები და გაზარდოს კურორტის ცნობადობა ევროპის და მსოფლიო მასშტაბით.
ასევე გაზრდის ცნობადობას სხვა ბაზრებზეც, რაც დამატებითი სტიმული იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, დაინტერესდნენ წყალტუბოს აღორძინებით.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის შედგენაზე მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის დაგეგმარების პროცესში ისეთი ცნობილი კომპანიის ჩართულობა, როგორიცაა „Crecente Asociados“, მნიშვნელოვნად შეუწყობს კურორტის თანამედროვე დაგეგმარებას.
წყალტუბოს გაწევრიანება ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში დამატებითი სტიმული იქნება როგორც იმერეთის, ასევე ზოგადად საქართველოს სხვა ქალაქებისთვის – ბალნეოლოგიური კურორტებისთვის.”- ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ფოტო:georgian travel guide