სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებისთვის ზესტაფონის მერიამ იდეების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ახალგაზრდებზე,
multicat=36 ქალებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეა ორიენტირებული.
მისი მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
თუ :
ფიზიკური პირის შემთხვევაში მინიმალური ასაკია 18 წელი.
აქვთ იდეა, რომლის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების ბიუჯეტია სულ მცირე
3,000.0(სამი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარში(9,825.0 ცხრა ათას რვაას ოცდახუთი).
იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იდეის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი აღემატება კონკურსის შედეგად მისთვის განსაზღვრული დაფინანსების მოცულობას, თანახმაა იდეის ავტორმა თავად განახორციელოს თანადაფინანსება.
პროექტის ბიუჯეტი ჯამში 10 ათას ევროს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩამოტვირთონ და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ბმულიდან tiny.cc/kbm1gz და გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: grantzestafoni@gmail.com
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული აპლიკაცია უნდა გააგზავნონ 29 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით.
ზესტაფონის მერია კონკურსს ევროკომისიის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად აცხადებს.