იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით, ქუთაისში,
multicat=36 4 დეკემბერს, ტურისტული კომპანიების და მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებისათვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე – “ტურიზმის მარკეტინგი – ახალი ბაზრების ათვისება”
“მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა, შესაბამისად გადავწყვიტეთ, ყველაზე ეფექტიანი გზით – ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით დავხმარებოდით რეგიონის მასპინძლობის ინდუსტრიის თანამშრომლებს და ტრენინგ ცენტრ CRDC–სთან ერთად, დავგეგმეთ ტრენინგი, რომლის დადებით შედეგებს თითოეული კომპანია და მუნიციპალიტეტი მალევე იგრძნობს საკუთარ საქმიანობაში”- ამბობს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა.
ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებაზე ტრენინგი რეგიონებში პირველად ტარდება.
“ტრენინგი ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებაზე საქართველოს რეგიონებში პირველად ჩატარდება, იმერეთი კი ამ მხრივ მოწინავეა. ჩვენი ტრენერის მხრიდან მონაწილეები მიიღებენ ფასდაუდებელ ცოდნას და გაიზიარებენ გამოცდილებას, რომელიც მათ პრაქტიკაში დაეხმარებათ გავიდნენ და ეფექტურად აითვისონ ახალი ტურისტული ბაზრები. მისასალმებელია იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ინიციატივა, რითაც ისინი სრულიად უსასყიდლოდ მხარს უჭერენ ადამიანური რესურსების გადამზადებას, ჩვენი გუნდი კი მზადაა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას” – ამბობს ტრენინგ ცენტრ CRDC–ის გენერალური დირექტორი პეტრე ადამაძე
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილებს ტრენინგ ცენტრ CRDC-ის ორენოვატი სერტიფიკატი გადაეცემათ.