ქუთაისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი სახელწოდებით “ამერიმერი” გაიმართება.
multicat=36 მას ორგანიზებას ასოციაცია ბუნებრივი ღვინო გაუწევს. “ამერიმერი” წელს მესამედ იმართება და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ღვინოებს სთავაზობს.
ფესტივალში, 70-მდე ის მცირე მარანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრები არიან.
სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მეღვინეებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი პროდუქცია.
ფესტივალი 14 დეკემბერს, 13 : 00 დან 18 : 00 საათამდე სასტუმრო ,,რჩეული”-ში გაიმართება.