2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს,
multicat=36 მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს,ოკაცეს კანიონის და თბილისის ეროვნულ პარკს ესტუმრა.
დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.
,,2019 წლის 10 თვის მონაცემებით კი ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორების 49% -ქართველი, ხოლო 51% უცხოელი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით.2019 წლის 10 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 9357649 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი.”- წერია გავრცელებულ ინფომაციაში.