გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
multicat=36 და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდნენ. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივ და საოჯახო მარნების მფლობელ მეღვინეებს შეხვდნენ.
მინისტრის თქმით, ბაღდათი მეღვინების კულტურით გამორჩეულია და იმერეთეთს აგრო და ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.
,,ჩვენ დღეს შევხვდით საოჯახო მარნების მფლობელებს იმერეთის რეგიოში. ბაღდათი გამორჩეულია მეღვინეობის კულტურით. აქ არის ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოები ქართული ჯიშებით დამზადებული, რომლებსაც მცირე მეურნეობები აწარმოებენ. მათ აქვთ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ ეს მიმართულება არის ძალიან პერსპექტიული ზოგადად ტურისტული კუთხით. აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი მთელს ქვეყანაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მზარდია ეს ტენდენციები. ვფიქრობ, ამას მეტი პოტენციალი გააჩნია იმერეთის რეგიონში.”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.