იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით
multicat=36 ქუთაისს 15 ათას 311 ვიზიტორი ეწვია. წინა წელთან შედარებით მათი რაოდენობა 869 ვიზიტორითაა გაზრდილი.
ტურისტების რაოდენობა საერთო ჯამში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ივნისს თვეში გაზრდილია. რუსული ემბარგოს მიუხედავად, რასაც ქუთაისშიც მოჰყვა ჯავშნების გაუქმება,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 ვიზიტორით მეტი ჩამოვიდა. თუ წინა წლებში ვიზიტორების მიხედვით ხუთეულში მეორე-მესამე ადგილს რუსეთი იკავებდა ახლა ის ევროპის ქვეყნებმა ჩაანაცვლა. გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ მეხუთე ადგილს რუსეთი იკავებს.
მონაცემები ასეთია: ისლანდიიდან, კოლუმბიადან, კოსტა რიკადან, ლიბიადან, ლუქსემბურგიდან და მაკედონიადან ქუთაისში 2-2 ვიზიტორი ჩამოვიდა.
ბაჰრეინიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, ზიმბამბვედან, ინდონეზიადან, იორდანიადან, ნეპალიდან, ომანიდან, პერუდან, საუდის არაბეთიდან, ტაივანიდან და ტაჯიკეთიდან კი 1-1 ვიზიტორი ჩამოვიდა.