პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს ეცნობიან.
multicat=36 მათ შეხვედრები ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე გამართეს. ვიზიტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მოინახულეს. სასწავლებელში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.
“ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის არის პოლონეთის მიმართულება. ამიტომ ჩვენთვის პოლონური დელეგაციის მასპინძლობა ძალიან სასიხარულოა. დაგეგმილია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მომავალ თანამშრომლობას როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა კუთხით. ასევე ადმინისტრაციისათვის გამოცდილების გაზიარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. “- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გიორგი ღავთაძემ.
პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში გაცვლითი პროგრამებით სტუდენტები აქტიურად ისარგებლებენ და ორმხრივი თანამშრომლობა ორივე რეგიონისთვის სასარგებლო იქნება.
“იმერეთში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ვმართავთ. 17 კაციანი დელეგაციით ვიმყოფებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, რომ ეს სარგებელს ორივე მხარეს მოუტანს. დიდი იმედი გვაქვს, რმ მომავალ წელს მოეწერება ხელი ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას. უშუალოდ იქნება სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთს ძალიან უყვარს საქართველო . ძალიან ახლო ქვეყანაა. გვინდა, რომ იმერეთის რეგიონი ჩვენი უშუალო პარტნიორი იყოს”,- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიესლავ სჟეპანსკიმ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილის თქმით, პოლონეთში, კერძოდ პოზნანაში უკვე დაგეგმილი ქუთაისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ვიზიტი. მომავალში თანამშრომლობა კი იმერეთის რეგიონის ევროპულ დონეზე გასვლას და პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.
,, ვემზადებით იმისათვის, რომ იმერეთსა და ვიელკოპოლსკას რეგიონს შორის გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ხელს შეუწობს რეგიონებს შორის გამოცდილების გაზიარებას. იმერეთის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონის პოზიციონირებას და უკეთესად გაცნობას პოლონეთისათვის და ზოგადად ევროპულ დონეზე. თანამშრომლობის ძირითადი სფეროები ეს გახლავთ: გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისათვის, მოსწავლეებისათვის . ასევე კულტურული ჯგუფებისთვის. უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის ვიზიტის შესახებ პოზნანში. დარწმუნებული ვარ, ასეთი სახის გაცვლითი პროგრამები ხელს შეუწყობენ რეგიონებს შორის დამეგობრებას”.- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.
პოლონეთის დელეგაცია იმერეთში ვიზიტს 6 ივლისს დაასრულებს.