ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და სამრეწველო
multicat=36 დიზაინერი ჯან კარლო პერინი ჩამოვლენ. ისინი ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დასწრებიან. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცნობეს, პრეზენტაციას გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე. სიტყვით გამოვალენ კომპანიის “”aigroup” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია.
პრეზენტაციაზე ასევე, მოწვეული არიან სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
20 ივნისს, 22:00 საათზე ინდუსტრიული ჰოლდინგი ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანიის და ჩინური კომპანია “ჩანგანის” წარმომადგენლებმა.