საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის ენერგიის
multicat=36 მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნა გახსნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის იმის გარანტი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ეროვნულ ეკონომიკაში. მამუკა ბახტაძის თქმით, საწარმო დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.
“ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია “ეი სოლარი”, რომელიც მსოფლიო ლიდერია მზის პანელების წარმოებაში. მე მსურს, ინვესტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქარხანა სწორედ საქართველოში აშენებულიყო. განიხილებოდა რამდენიმე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ.”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მზის პანელების საწარმოში 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.
ფოტო:პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური