ქუთაისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,
multicat=36 პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს იმერეთის რეგიონის ცენტრში, ქუთაისში ააწყობს.
ბიზნეს ფორუმი, “ოქროს საწმისის ძიებაში”, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები პარტნიორი ქალაქებიდან.
“3 და 4 მაისი იქნება მასშტაბური ღონისძიება იმ თვალსაზრისით, რომ იქნება როგორც ექსპო გამოფენები, ადგილობრივ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, ასევე იქნებ სასესიო მუშაობა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ მნიშვნელოვანი დრო უნდა დავუთმოთ იმაზე საუბარს, თუ რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს ინვესტირებისათვის, რა ფინანსური რესურსები არსებობს დაინტერესებული მხარეებისათვის.”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე.
ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, “აწარმოე საქართველოში”, USAID კარგი მმართველობის ინიციატივა , ევროკავშირის ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, ქართულ-პოლონური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სამრეწველო და ინდუსტრიული პალატა.