3 და 4 მაისს ქუთაისი ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ ქალთა
multicat=36 ეკონიმიკური გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ეს ფორუმი იქნება ქუთაისის დღეების გაგრძელება და ამ ფორუმზე ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი საქმიანობა, გამოფინონ სხვადასხვა პროდუქცია.
“3 და 4 მაისი იქნება მასშტაბური ღონისძიება იმ თვალსაზრისით, რომ იქნება როგორც ექსპო გამოფენები, ადგილობრივ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, ასევე იქნებ სასესიო მუშაობა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ მნიშვნელოვანი დრო უნდა დავუთმოთ იმაზე საუბარს, თუ რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს ინვესტირებისათვის, რა ფინანსური რესურსები არსებობს დაინტერესებული მხარეებისათვის.”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
3 და 4 მაისს გამართულ ბიზნესფორუმზე ცალკე სესია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა დაეთმობა, ასევე ცალკე იმსჯელებენ იმაზე, თუ რაში მდგომარეობს თვითმმართველობის როლი და რა შეიძლება გააკეთოს მან ბიზნესის განვითარების კუთხით.
“ამ მხრივ ვიტყოდი, რომ თვითმმართველობა შედარებით არათანაბარ პირობებშია ცენტრალური ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოსახლეობასთან ყველზე ახლოს მდგომი სახელისუფლებო განშტოება, რომელსაც ძალიან კარგად გვესმის საჭიროებები, თუმცა ყველაზე ნაკლები შეგვიძლია თუნდაც სამართლებრივი თვალსაზრისით ამ მიმართულებით გავაკეთოთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, შევქმნათ ქალაქის მიმზიდველობის პერსპექტივა და კარგად გავაცნობიეროთ რაში მდგომარეობს ეს მიმზიდველობა, რა შეგვიძლია შევთავაზოთ ინვესტორებს და ამ მიმართულებით ძალიან ბევრს გავაკეთებთ.”- განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ.