ქუთაისში ფეროშენადნობთა ქარხანა გაკეთება. ამის შესახებ რადიო
multicat=36 “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქარხანას ჩინელი ინვესტორები აკეთებენ და შენობის მოწყობის სამუშაოები თითქმის უკვე დასრულებულია.
“ქუთაისში კეთდება ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ჩინური ინვესტიციით ეწყობა. აქ საუბარია 100, 200 ადამიანის დასაქმებაზე. ქარხანა პრაქტიკულად მზად არის და ძალიან მალე, როდესაც კომპანია დაასრულებს მოლაპარაკებებს ელექტროენერგიის მიღებაზე შემდეგ უკვე ეს პროექტი გაეშვება და დაიწყებს ფუნქციონირებას.” – განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
ქარხანა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაიწყებს ფუნქციონირებას.
ფოტო-კადრი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან