პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს გაკეთდება. როგორც დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,
multicat=36 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ქუთაისის გარდა კიდევ ვეყანაში 8 ასეთივე პროექტის განხორციელება იგეგმება.
“ნარჩენების მართვის კომპანია 2019 წლიდან ახორციელებს იმ ძველი საბჭოთა ტიპის ნაგავსაყრელებს დახურვას, მათ რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტად ქცევას. დავაანონსეთ რეგიონული ნაგავსაყრელების მშნებელობა. პირველი ასეთი პუნქტი დაიწყება ქუთაისში, თუმცა კიდევ 8 ასეთი პროექტია დაგეგმილი ქვეყანაში, რომელიც უზრუნვეყოფს მთელი ამ ნარჩენების მართვის პროცესის სრულფასოვან ფუნქციონირებას.”- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ქუთაისთან ახლოს რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება მარტში იგეგმება და წელსვე უნდა დასრულდეს.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ “სადე-რიკოს” შორის ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.