“ჭიათურაში 2019 წელს დაგეგმილია იმ საბაგირო გზის დასრულება,
multicat=36 რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.”- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2018 წლის შემაჯამები ანგარიშისა და 2019 წლის პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.
ჭიათურაში 30 წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.
საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გასულ წელს, საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.