“ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის”ინიციატივით,
multicat=36 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ორდღიანი საინფორმაციო “ინფო-ტური” მოეწყო. მასში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა მოლაშქრეთა კლუბებმა: “მსოფლიოში დაკარგულები”, “რონინი”, მთანი მაღალნი”, “ბოდიალა”, “შემოიარე საქართველო”, “თავგადასავალთა მაძიებელნი”, მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბი “თეთნულდი”, დამოუკიდებელმა მოლაშქრეებმა და მოლაშქრეთა ფედარაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მოლაშქრეთა კლუბებმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, მარელისის “ხერგილი”, სოფელი სახვლარი და ე.წ. “მაისუროვის ბაღი” მოინახულეს და დეტალურად გაეცნენ ხარაგაულში არსებულ ღირსშესანიშნავ ძეგლებსა და ტურისტულ ადგილებს.
“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შემოსული ტურისტთა რაოდენობა ძალიან დიდია, თუმცა უმეტეს მათგანს ინფორმაცია არ აქვს, რომ ეროვნულ პარკში შესვლა ბორჯომის გარდა, ხარაგაულის მხრიდანაც შეიძლება, მითუმეტეს, რომ დაცული ტერიტორიის დიდი ნაწილი სწორედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ და აუცილებლად მივიჩნიეთ “ინფო-ტურის” მოწყობა. ტურის მონაწილეები მოხიბლულები დარჩნენ სოფელი სახვლარით, “მაისუროვის ბაღით” და ბუნების საოცარი სილამაზით. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თითო ტურისტულ ტურს აუცილებლად მოაწყობენ”,- განაცხადა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ბერიკა თურმანიძემ.