2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით,
multicat=36 საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,ვიზიტორთა შორის 54% ქართველია , ხოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 94%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია:
• თბილისის ეროვნული პარკი 8 430
• ყაზბეგის ეროვნული პარკი 2 480
• პრომეთეს მღვიმე 1 439
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 886
• სათაფლია 633