ეკონომიკა
ვანში დაფნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
ვანში საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში მოხდა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია.
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიაში 2017 წლის ბოლომდე USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება.

2013 წლიდან დღემდე, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, იმერეთის რეგიონში შეიქმნა 8 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 75 საწარმო.  

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო - შპს "ქართული დაფნა", რომელიც "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მაისიდან ფინკა ბანკი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას თავად
აირჩიონ სესხის პირობები, ე.წ. „ინგრედიენტები“ და შექმნან
17:14 / 29.05.2018

მაისიდან ფინკა ბანკი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას თავად აირჩიონ სესხის პირობები, ე.წ. „ინგრედიენტები“ და შექმნან

თბილისი, 8 მაისი,
2018 წელი. ფინკა ბანკმა ფერმერებისთვის ახალი
პროდუქტის
14:37 / 08.05.2018

თბილისი, 8 მაისი, 2018 წელი. ფინკა ბანკმა ფერმერებისთვის ახალი პროდუქტის

“ფინკა ბანკსა” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს” შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის
19:17 / 12.04.2018

“ფინკა ბანკსა” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის

სიახლე ფინკა ბანკში. დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფინკა ბანკი
მომხმარებელს ფულად გზავნილებზე აქციას და ბევრ სიურპრიზს
სთავაზობს.
15:34 / 11.04.2018

სიახლე ფინკა ბანკში. დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფინკა ბანკი მომხმარებელს ფულად გზავნილებზე აქციას და ბევრ სიურპრიზს სთავაზობს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრმა
16:22 / 28.03.2018
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
ახალი ამბები
საცხოვრსის ბენეფიციარებს თქმით, თუ შპს "სანო" თანხას დააბრუნებს, მერია მათ სხვა შენობაში გადაიყვანს
19:13 / 19.06.2018
ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და ვიცე-მერს შორის შეხვედრა დასრულდა.
"ბესო ქათამაძე 2008 წელს რუსის ჯარს გადაურჩა და დღეს, განსხვავებული აზრის გამო, უნდათ ზიანი მიაყენონ"
12:32 / 19.06.2018
ქუთაისის მერიის წინ დასავლეთ საქართველოს საკრებულოების "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატები შეიკრიბნენ.
გაასაჩივრებს თუ არა ქუთაისის მერიის სპორტის ააიპი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით უცნობია
15:51 / 15.06.2018
ქუთაისის მერიის სპორტის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა გასულ კვირაში მოუგო.
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
11:07 / 13.06.2018
"ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს უარყოფენ
15:18 / 11.06.2018
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს პასუხობენ.
ქუთაისში, კორპუსების წინ არსებული ძველი ავტოფარეხები სათამაშო მოედნებით ჩანაცვლდება
12:52 / 11.06.2018
"ქალაქში მეტი მოედანი, სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს,"
სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემების გადაჭრა ქუთაისის მერიამ სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას მოსთხოვა
12:50 / 08.06.2018
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8363
TRY
TRY
0.5151
USD
USD
2.4561
«« ივნისი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 17 - 27 °C
img
ქუთაისი 18 - 29 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img