ქუთაისის მერიაში ჩინელ ინვესტორებთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
multicat=36 ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ქალაქ ტიანჯინის ვაჭრობის პალატის ვიცე პრეზიდენტი ნიუ ოუქი, საინვესტიციო ბიუროს სექტორის ხელმძღვანელი ჰოუ იული და ქალაქ ტიანჯინის კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ ქუთაისის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. ინვესტორებმა მადლობა გადაუხადეს ქალაქის ხელმძღვანელს შეხვედრის ორგანიზებისთვის და ინტერესი გამოთქვეს ქუთაისში ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად.
კონკრეტულად რა ბიზნესსაქმიანობის დაწყება სურთ უცხოელ ინვესტორებს უცნობია.