“3 წლის განმავლობაში პრივატიზებიდან
multicat=36 მიღებული თანხა 11 მილონზე მეტია” , – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქუთაისის მერმა ისაუბრა. მისი თქმით, ეს სამი წლის განმავლობაში უპრეცენდენტო თანხაა. “11 მილიონზე მეტია ბიუჯეტში პრივატიზებიდან მიღებული. საკმაოდ დიდი ნაწილია აქედან ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ქონებაზე ფასის მატება”, – განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, აგრეთვე გაზრდილია ბიუჯეტიც წინა წლებთან შედარებით.
“ჩვენ შევძელით თანხების მოძიება უკვე ადგილობრივ ბიუჯეტში. ძირითადად ეს გავაკეთეთ ისეთი ტიპის შემოსავლებიდან, როგორიცაა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, პარკირება და ა.შ. 100 ათასობით მეტი თანხა მივიღეთ,” – განაცხადა შოთა მურღულიამ.