“წყალტუბო გახლავთ ყველაზე პერსპექტიული
multicat=36 ადგილი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხრივ”,- ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ წყალტუბოში ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის გახსნაზე განაცხადა.
“წყალტუბო გახლავთ ყველაზე პერსპექტიული ადგილი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხრივ. უნდა დავუბრუნოთ ის დიდი პარამეტრები, რა პარამეტრებზეც იყო გასული ისტორიულად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულადაც, მოხერხებულ ადგილზეა. ყველა პირობაა შექმნილი, მოგეხსენებათ სათამაშო ბიზნესი გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. ინფრასტრუქტურული პროექტები თითქმის ყველგან ხორციელდება”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.