სოფლებში ეკონომიკის
multicat=36 განვითარებისათვის “Pin”-მა ახალი პროექტი წარადგინა. პროექტის მიზანია ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის დანერგვისა და რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტი ხორციელდება იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში განსაკუთრებული აქცენტით სასოფლო დასახლებებზე.
“იმერეთში იგეგმება სამი საინფორმაციო მაგიდის შექმნა ქუთაისში, ტყიბულსა და თერჯოლაში. ეს საინფორმაციო მაგიდებია მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მსურველებს, რომლებიც ეხება ღრმა და ყოვლის მომცველ თავისუფალ ვაჭრობას”, – განაცხადა სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს დირექტორმა როსტომ გაბისონიამ.
პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ აწარმოონ ისეთი სოფლის პროდუქტები, რომელიც მიმზიდველი იქნება ევროპული ბაზრისთვის.
პროექტის ღირებულება 625 ათასი ევროა. პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო. PMC კვლევითი ცენტრი. ასოციაცია ათინათი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი. პროექტის დონორებია ევროკავშირი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.