ქუთაისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის
სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის თქმით, მართალია ქალაქში ავტოპარკი განახლდა თუმცა ეს საკმარისი არ არის. მიაჩნია, რომ თუ ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება და ტრანსპორტი სრულად განახლდება, გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება.
“აუცილებელია შეიქმნას მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც სრულიად ახალი საავტობუსო პარკით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც გარემოზე ნაკლებ უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ფინასური გათვლები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, საწყის ეტაპზე თუ რა ფინასური რესურსებია ამისათვის საჭირო. ფინანსებისათვის დონორებთან გარკვეული მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენი ბიუჯეტი ამის განსახორციელებლად საკმარისი არ იქნება და ვზრუნავთ იმაზე, რომ დამატებითი ფინანსური რესურსები მოვიძიოთ”. – განაცხადა ეკო ფორუმზე რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.
იდეას, რომ ტრანსპორტი მუნიციპალური გახდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია განიხილავენ.
დაახლოებით 12 წელია, რაც ქუთაისის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება და შიდასაქალაქო სატრანსპორტო გადაზიდვებს 2006 წლიდან კერძო ფირმები ახორციელებენ.